ენერგოეფექტურობა სპეციალური თბოიზოლაციის მასალების გამოყენებას ნიშნავს, რისი დამსახურებითაც:
- თქვენი საცხოვრებელი ზამთარში ეფექტურად ინარჩუნებს სითბოს, ზაფხულში კი - სიგრილეს.
- გეზოგებათ გათბობისა და გაგრილებისთვის გამიზნული კომუნალური ხარჯები.
- ვუფრთხილდებით გარემოს და ზედმეტ ენერგოდანაკარგს.
ალიზი გუდაურის სამშენებლო მასალის შერჩევისას, ბუნებრივია, არა მხოლოდ ხარისხს, არამედ კლიმატურ პირობებს ვითვალისწინებთ, შესაბამისად:
- ვენტილირებადი ფასადის ტიპის შენობის გარე კედლები ბეტონის ბლოკით აშენდება, რომელიც გარედან სპეციალური თბოიზოლაციის ფენით - ქვაბამბით შეიფუთება.
- კარ-ფანჯრები მაღალი ხარისხის ალუმინისაგანაა დამზადებული, ორმაგი მინაპაკეტით და თერმო ხიდით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თბოდანაკარგს.
- სადარბაზოებში კი დამონტაჟდება სენსორული განათება, რაც ასევე დაგიზოგავთ ელექტროენერგიის ხარჯებს.