"ალიზი მუხიანი" თბილისის ერთ-ერთ მყუდრო და სწრაფად განვითარებად ადგილას, რ. გაბაშვილის ქ.10-ში შენდება.
საცხოვრებელი კორპუსი მეტრო „ახმეტელის თეატრიდან“ 20 წუთის სავალზეა და, ამასთან, გამოირჩევა სუპერმარკეტების, საბავშო ბაღის, სკოლების და სავაჭრო ცენტრების სიახლოვით.
ასევე, ჩვენთან ახლოს არის რადიოქალაქიც, რომელიც თბილისის მერიის განვითარების გეგმის თანახმად, სულ მალე, ქალაქის ახალ გასართობ, სარეკრეაციო და ახალგაზრდულ კულტურულ სივრცედ გადაიქცევა.