You are searching apartments
Project
Mukhiani
Rooms
3 Rooms
Floors
13 Floor
Price Range ₾
From: 104.000 ₾
To: 795.200 m2
Price Range Per m2
From: 450 $ m2
To: 600 $ m2
Space Range m2
From: 45.00 m2
To: 355 m2
Cancel
Accept
ზარის შეკვეთა
ზარის შეკვეთა
საერთო ფართი: 45.00 m2
სპეც.ფასი: 150,000 ₾
ერთიანი გადახდით
რჩეულები
ავტორიზაცია

ბინის ფავორიტებში დასამატებლად გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია

Sign In

ალიზი
გუდაური

სრული ვიდეო
სრული ვიდეო
შეარჩიეთ ბინა

შეარჩიეთ ბინა

$

პროექტი

აირჩიე პროექტი

პროექტი

აირჩიე პროექტი

ოთახები

აირჩიე ოთახები

ოთახები

აირჩიე ოთახები

სართული

აირჩიე სართული

სართული

აირჩიე სართული
2
2
ძებნა

აირჩიეთ ბლოკი

აირჩიე ბლოკი
აირჩიე სართული
სრული ვიდეო
პროექტის სტატუსი: მიმდინარე 65%
ხელმისაწვდომი ბინები: ხელმისაწვდომი ბინები: 24 ბინა
ზარის შეკვეთა
უკან

პროექტის შესახებ

ალიზი გუდაური - შექმნილია დასვენებისთვის

დედაქალაქიდან 2 საათში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, ყველაზე მოთხოვნად, დინამიურ და მზარდ კურორტზე თქვენც შეიძლება გქონდეთ აპარტამენტი, რომელიც აქტიურად დასვენების შესაძლებლობასთან ერთად თქვენთვის შემოსავლის წყაროც გახდება.

თანამედროვე დიზაინის პროექტი ალიზი გუდაური ორ ბლოკს აერთიანებს და 30 აპარტამენტისგან შედგება. ნაგებობები ერთმანეთისგან 35 მეტრის დაშორებითაა განთავსებული და რელიეფს იდეალურად არის მორგებული, რისი დამსახურებითაც, მისი ორივე შენობის ფანჯრებიდან საუცხოო ხედი იშლება. კომპლექსი სასრიალო ტრასებთან ახლოს, 270 მეტრში მდებარეობს, რაც მას სკი-ინ/სკი-აუთ უპირატესობას ანიჭებს.

აპარტამენტები 23 კვ.მ-იდან იწყება და ბარდება სრულად მოწყობილი სახით.

კომპლექსი უმაღლესი სამშენებლო მასალებით შენდება: იტალიური წარმოების საფასადე მასალები დახვეწილ სტილთან ერთად, შენობის ექსტერიერს, მკაცრი კლიმატის მიუხედავად, მრავალი წლის განმავლობაში შეუნარჩუნებს იერსახეს. მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური მასალები კი თქვენს თბილ დასვენებას უზრუნველყოფს, ყველაზე სუსხიან ზამთარშიც კი.

ჩვენს მომავალ ბინადრებს და დამსვენებლებს ალიზი გუდაურში ასევე დახვდებათ 8 მანქანისთვის განკუთვნილი გარე ავტოსადგომი.

კომპლექსი ბარდება 2021 წლის 30 სექტემბრამდე.

ხშირად დასმული კითხვები

რა მდგომარეობაში ჩამბარდება აპარტამენტი?
აპარტამენტი ჩაგბარდებათ სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.

ბინაში დაგხვდებათ:
  • შესასვლელი რკინის კარი.
  • გარე პერიმეტრზე მაღალი ხარისხის მუქი ნაცრისფერი ალუმინის კარ-ფანჯარა, ორმაგი მინაპაკეტით.
  • ლამინირებული იატაკი.
  • შეღებილი კედლები.
  • დასრულებული გამრიცხველიანება (ელექტროენერგია, გაზი, წყალი), ბინაში შეყვანილი წყლის კომუნიკაცია: ცივი, ცხელი წყლისა და გათბობის გაყვანილობა.
  • ბინაში შეყვანილი ტელევიზია და ინტერნეტი.
  • აბაზანის სანტექნიკური კომპლექტი.
ავეჯი
  • 2-ადგილიანი საწოლი და ორი ტუმბო;
  • მატრასი;
  • კარადა;
  • რბილი ავეჯი;
  • ჟურნალის მაგიდა;
  • სამზარეულო ავეჯის კომპლექტი;
  • შემოსასვლელში ტანსაცმლის საკიდი.
ტექსტილი:
  • ფარდები;
  • საბანი;
  • ორი ბალიში ;
  • ლოგინის გადასაფარებელი.
ტექნიკა:
  • ტელევიზორი;
  • მაცივარი;
  • ელექტრო ქურა;
  • ელექტრო ჩაიდანი.
რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა?
ენერგოეფექტურობა სპეციალური თბოიზოლაციის მასალების გამოყენებას ნიშნავს, რისი დამსახურებითაც:
  • თქვენი საცხოვრებელი ზამთარში ეფექტურად ინარჩუნებს სითბოს, ზაფხულში კი - სიგრილეს.
  • გეზოგებათ გათბობისა და გაგრილებისთვის გამიზნული კომუნალური ხარჯები.
  • ვუფრთხილდებით გარემოს და ზედმეტ ენერგოდანაკარგს.
ალიზი გუდაურის სამშენებლო მასალის შერჩევისას, ბუნებრივია, არა მხოლოდ ხარისხს, არამედ კლიმატურ პირობებს ვითვალისწინებთ, შესაბამისად:
  • ვენტილირებადი ფასადის ტიპის შენობის გარე კედლები ბეტონის ბლოკით აშენდება, რომელიც გარედან სპეციალური თბოიზოლაციის ფენით - ქვაბამბით შეიფუთება.
  • კარ-ფანჯრები მაღალი ხარისხის ალუმინისაგანაა დამზადებული, ორმაგი მინაპაკეტით და თერმო ხიდით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს თბოდანაკარგს.
  • სადარბაზოებში კი დამონტაჟდება სენსორული განათება, რაც ასევე დაგიზოგავთ ელექტროენერგიის ხარჯებს.
რა მასალით შენდება ალიზი გუდაური?
ალიზი გუდაურის შენებისას მხოლოდ პრემიუმ კლასის და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალას ვიყენებთ, მათ შორისაა:

Mazzonetto-ს ალუმინის ფურცლები - იტალიური წარმოების სახურავის და ფასადის მოსაპირკეთებელი პრემიუმ კლასის წყალგაუმტარი მასალა, რომელიც არ იცვლის ფერს და ფორმას. Mazzonetto-ს ალუმინის ფურცლები მონტაჟდება სპეციალურ საიზოლაციო მასალასთან ერთად, რომელიც შენობის ფასადსა და ალუმინის ფირფიტებს შორის თავსდება. Mazzonetto- ალუმინის ფურცლებით ფასადის მოპირკეთება ზრდის შენობის ენერგოეფექტურობას და ხანგრძლივად უნარჩუნებს იერსახეს.

კომპოზიტური პანელი HPL (High Pressure Laminate) - მაღალი სიმტკიცის მქონე ხის ფურცლებისგან შემდგარი პანელი, რომელიც ორივე მხრიდან მდიდარი პალიტრის მქონე მყარი ლამინატითაა დაფარული. პანელი ვენტილირებადია, შენობას ტენიანობისგან იცავს და მკაცრ კლიმატურ პირობებში სიმდგრადეს უნარჩუნებს. ასევე, არ იცვლის ფერს და არ დეფორმირდება.

ალუმინის კარ-ფანჯარა - მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა ორმაგი მინა პაკეტით, რომელიც აღჭურვილია თერმოხიდით და შესაბამისად, განკუთვნილია ექსტერიერისთვის. ამ სისტემის დანიშნულებაა, შეამციროს ცივი მასების შეღწევა გარედან შენობის შიგნით და პირიქით, თბილი მასების დაკარგვა შენობიდან. ალუმინის კარ-ფანჯარა ორმაგი მინა პაკეტით, უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჰერმეტულობას, თერმოიზოლაციას და არ დეფორმირდება მკაცრი კლიმატის პირობებში.
სხვა რა დამხვდება ალიზი გუდაურში?
ალიზი გუდაურში- დაგხვდებათ: - მოწესრიგებული სრულად მოპირკეთებული სადარბაზო, თხილამურების შესანახად განკუთვნილი ოთახი, ინდივიდუალური კარადებით, თითოეული ბინისთვის.