You are searching apartments
Project
Mukhiani
Rooms
3 Rooms
Floors
13 Floor
Price Range ₾
From: 104.000 ₾
To: 795.200 m2
Price Range Per m2
From: 450 $ m2
To: 600 $ m2
Space Range m2
From: 45.00 m2
To: 355 m2
Cancel
Accept
ზარის შეკვეთა
ზარის შეკვეთა
საერთო ფართი: 45.00 m2
ფასი: 150,000 ₾
ერთიანი გადახდით
რჩეულები
ავტორიზაცია

ბინის ფავორიტებში დასამატებლად გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია

Sign In

უახლესი
ამბები

გაფილტრე თარიღით
03 ნოემბერი

ალიზისა და Idaaf Architects-ის ერთობლივი პროექტი „ალიზი“

2022 წლის თბილისის სახელოვნებო გამოფენა TAF • Tbilisi Art Fair -ზე, იდააფ არქიტექტორებმა წარმოადგინა ექსპოზიცია ალიზი / ლაზური, რომელიც სტუდიის ბოლო დროინდელი კვლევების შედეგად შექმნა და ეფუძნება ქართული ფერადი მიწის ტიპოლოგიას, ლაზური სახლების არქიტექტურას და მათ ერთობლივ ესთეტიკას.

წარმოდგენილი ექსპოზიცია არის პირველადი შედეგები 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში იდააფ არქიტექტორების მიერ ჩატარებული ვორკშოფისა: „ალიზი - ახალი დიზაინი და თანამედროვე მშენებლობაში გამოყენების პერსპექტივები“, რომელიც მოიცავდა საქართველოში ალიზით ნაშენები სახლების შესწავლას, ტრადიციული ალიზის აგურის დამზადებას და ამ მიღებული ინფორმაციებით განახლებული ალიზის შექმნას, რაც გამოვლინდა ფორმისა და ფერის ცვლილებაში.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოფი პირველი ეტაპია იმ დიდი სამუშაოებისა, რომელიც მიზნად ისახავს ალიზის (Adobe Brick) ანუ მზეზე გამომწვარი აგურით მშენებლობის პრაქტიკის დაბრუნებას საქართველოში. ალიზი არის უძველესი სამშენებლო მასალა, რომლს დამზადება 0% ზიანს აყენებს გარემოს, მისი გამოყენება კი 90%-ით უფრო ენერგოეფექტურია მშენებლობაში ვიდრე სხვა თანამედროვე სამშენებლო მასალები და სრულად პასუხობს გლობალური დათბობის პრობლემების გადაჭრას.

გვეამაყება, რომ ალიზი დეველოპმენტი ამ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კვლევების განხორციელებაში Idaaf Architects-ის მხარდამჭერია. ჩვენ ვაფასებთ ძველი ტრადიციული მასალების აღდგენისა და გამოყენების მიმართულებით ახალგაზრდა არქიტექტორების მიერ განხორციელებულ უზარმაზარ სამუშაოებს. მათთან თანამშრომლობა გაგრძელდება და წინ ბევრ, ერთობლივ და საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ.