ალიზი მუხიანის პროექტის მე-12 სართულის ფილის მოწყობა დასრულდა და დაიწყო ბოლო სართულის კოლონებისა და გადახურვის ფილის სამუშაოები. პარალელურად პროექტში დასრულებულია შემდეგი სამუშოები:
- მე - 7 სართულის ჩათვლით ბინების ელ.დაქსელვა;
- მე - 8 სართულის ჩათვლით ბლოკის კედლების მოწყობის სამუშაოები;
- მე - 6 სართულამდე მეტალო - პლასტამის კარ-ფანჯრების მონტაჟი;
- მე - 3 სართულის ჩათვლით მოწყობილია ლითონის მოაჯირები.
თებერვლის თვეში დაგეგმილია მე-7 სართულზე მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი და მე-9 სართულზე ბლოკის კედლების მოწყობის სამუშაოების დასრულება. ასევე დაიწყო ფასადის ლესვის სამუშაოები.
ამრიგად, პროექტის მონოლითური კარკასის სამუშაოების 92% დასრულებულია.